მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დადგენილია ტერიტორიები, სადაც სამშენებლო ნებართვების რევიზია უნდა მოხდეს"

5b0bc6772c8dd
მეგი კავთუაშვილი
28.05.18 13:32
795
თბილისის მერიის და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დედაქალაქში სენსიტიური ტერიტორიები მონიშნეს, სადაც მშენებლობის ნებართვები გაცემულია ან კერძო საკუთრებაშია გაცემული. როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, პროცესი კონსტრუქციული კამათის რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

„დადგენილია ტერიტორიები, სადაც მერიის მიერ გაცემული ნებართვების რევიზია უნდა მოხდეს. ასევე, დადგენილია ის ტერიტორიები, სადაც ჩვენ მიგვაჩნია და მერიაც გვთანხმდება ამაზე, რომ იქ ადგილმონაცვლეობის საკითხი უნდა იყოს გამოყენებული ან კომპენსაცია. იცით, როგორ ვითარდებოდა ქალაქი, ამის პრეტენზია გვქონდა ყველას და იმიტომაც შედგა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული ვერსია, ბოლოს და ბოლოს გარკვეული მოწესრიგება და შეზღუდვა ყოფილიყო ამ საკითხში. არის გარკვეული ტერიტორიები, სადაც ან სატყეოა, ან წყალდაცვითი და მეწყერსაშიში ზონებია. ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, მითუმეტეს რომ ეს პროცესი დღემდე გრძელდება და გარკვეულ მშენებლობებთან დაკავშირებით კვლავ გვაქვს პრეტენზიები“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები