მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!“ - ქართველი დიპლომატების მიმართვა კოლეგებს

"მოგიწოდებთ , დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! 57 ქართველი დიპლომატი განცხადებას ავრცელებს. დიპლომატები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეცვალეს. მათი თქმით, დღეს სიჩუმე თანამონაწილეობას ნიშნავს და რადგან ხელისუფლება ევროპას გვაშორებს, ხმა ყველამ უნდა ამოიღოს. 57 დიპლომატი ერთობლივ განცხადებაში, კოლეგა დიპლომატებს, რომლებიც დღეს საჯარო სამსახურში არიან, ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს. სად მივყავართ მთავრობას? რას ნიშნავს რუსული კანონის მიღება?

სტუმარი: თენგიზ ფხალაძე - ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის ECIPE-ის უფროს მკვლევარს, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები