მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დაელოდეთ პროექტებს რუსეთიდან" - ბუწაშვილი USAID-ის პროგრამების შეჩერებით "გახარებულებს“ პასუხობს

მაია ბუწაშვილი

"დაელოდეთ რუსეთიდან დაფინანსებულ პროექტებს“ - ინფექციოოისტი მაია ბუწაშვილი USAID-ის პროგრამების შეჩერებით "გახარებულებებს“ სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ინფექციონსტი ამბობს, დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"სულ ვფიქრობ, რაღა გამაკვირვებს-მეთქი და მაინც მხვდება ხოლმე გასაოცარი რაღაცები: facebook-ზე გადავაწყდი ვიღაც "ქოცის" კმაყოფილ სტატუსს, რომ საქართველოში დაიხურა აშშ პროგრამები (USAID და სხვა დონორების) და ქვემოთ უამრავი გახარებული კომენტარებია. ხალხი აღფრთოვანებულია ამ ფაქტით და გამარჯვების ყიჟინა აქვთ ატეხილი. მართლა საოცარია, რა უხარიათ, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სერვისების შეჩერება, მათ შორის შშმ პირების; სხვადასხვა ინფექციური დაავადებების პრევენციის და კონტროლის პროექტების შეჩერება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და რა ვიცი, რომელი ერთი დავასახელო, რაც USAID თუ CDC აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში. მე ჯანდაცვაზე ვლაპარაკობ, თორემ უამრავი პროექტია სხვა სფეროებშიც.

ამ პროექტების შეჩერება, როგორც გახსოვთ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო დაიწყო და ახლა ტრამპის ზოგადი გადაწყვეტილებაც დაემატა.

ერთი ძველი ანეკდოტის არ იყოს, კაცმა რომ თავში ლურსმანი ჩაირჭო, პარიკმახერს სამართებელი უნდა გავუფუჭოო, ჩვენი საქმეც ეგრეა. ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საჭირო პროექტების გაჩერება რომ უხარიათ ზოგიერთებს, რადგან ევროპა და ამერიკა “ჩვენი მტრები არიან”.

დაელოდეთ რუსეთიდან დაფინანსებულ პროექტებს. თავიანთი თავისთვის ვერ მოუვლიათ, აფრიკის ქვეყნებს უსწრებენ უკვე ზოგიერთი ინფექციის გავრცელების მაჩვენებლებით", - წერს ინფექციონისტი.

"იმედი გვაქვს, ეს არ იქნება მხოლოდ 3-თვიანი შეჩერება" - ირაკლი კობახიძე ტრამპის მიერ საგარეო დახმარების გადახედვაზე

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის მოქმედმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფედერალური დაფინანსება შეჩერდებოდა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია არ გადახედავდა ყველა გრანტსა და სესხს და დაადგენდა შეესაბამებოდა თუ არა ის პრეზიდენტის პრიორიტეტებს. დაფინანსების შეჩერება ასევე ეხება საგარეო დახმარებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ თანხებს. თუმცა განკარგულების ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფედერალურმა მოსამართლემ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა. შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში ძალაში 3 თებერვლის 5:00 საათამდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ USAID საქართველოში არაერთ პროექტს აფინანსებს, მათ შორის არის საგანმანათლებლო პროექტებიც. USAID მხარს უჭერს 35-ზე მეტ პროგრამას საქართველოში, რათა გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა, გააძლიეროს დემოკრატიული მიღწევები, უზრუნველყოს მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები