მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაფარე ტოპ|ქარდის გადასახადი საკომისიოს გარეშე მხოლოდ PayBox-ის ტერმინალებში

დაფარე ტოპქარდის გადასახადი საკომისიოს გარეშე მხოლოდ PayBox-ის ტერმინალებში
29.11.23 15:07
324

უკვე 15 წელზე მეტია, PayBox-ის ტერმინალები ქართველი მომხმარებლისთვის, რომლებსაც სხვადასხვა სერვისებზე თანხის გადახდა სურთ, მთავარი არჩევანია. „ფეიბოქსი“ საქართველოს ყველა რეგიონში 8500-ზე მეტი სწრაფი გადახდის ტერმინალით, ასიათასობით მომხმარებელს ყოველდღიურად ემსახურება.

კომპანია მუდმივად ვითარდება და ერთგულ მომხმარებლებს ხშირად ანებივრებს ახალი სერვისებით, შეთავაზებებით, ყოველდღიური საქმეების მარტივი გადაწყვეტებით და რაც მთავარია, ყველა ტიპის გადახდის ერთ სივრცეში მოქცევით. მნიშვნელოვანია, რომ PayBox-ის თითოეული სერვისი სისწრაფით, დაცულობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა.

Re|Bank-ისა და PayBox-ის თანამშრომლობით, დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ტერმინალებში, შეგიძლიათ ტოპ|ქარდის გადასახადი საკომისიოს გარეშე დაფაროთ. ეს შესაძლებლობა, ამ პირობებით, მხოლოდ ფეიბოქსის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი და მარტივი მისახვედრია, რომ თანამშრომლობის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნა, მათი ფინანსების დაზოგვა და ყოველთვიური სერვისების მიღების კიდევ უფრო გამარტივებაა.

და მაინც, რა არის ტოპ|ქარდი და რით განსხვავდება ის სხვა ბარათებისგან?

რე|ბანკის მთავარი მიზანი საცალო სექტორში საბანკო მომსახურების გამარტივება და ახლებურად წარდგენაა. მათი მთავარი პროდუქტი, ტოპ|ქარდი, როგორც გადანაწილების უპროცენტო და გაცილებით მარტივი ალტერნატივა, ქართველ მომხმარებლებში უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

უფრო მარტივად, ტოპ|ქარდი გადანაწილების ბარათია, რომელზეც 250-დან 10 000 ლარამდე ლიმიტი ერთხელ მტკიცდება და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ კი, მომხმარებელი შევსებულ ლიმიტს თავიდან იყენებს. ტოპ|ქარდის მეშვეობით მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას 3-დან 12 თვემდე, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად ანაწილებს.

ტოპ|ქარდის ბარათის უფასოდ აღება ვებგვერდზე, ასევე რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებსა და ფილიალებში შეგიძლიათ:

  • თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი #35
  • ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
  • ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

გადაიხადეთ ტოპ|ქარდით ნებისმიერ ადგილას - სუპერმარკეტში, აფთიაქში, რესტორანში ან ონლაინ მაღაზიაში, გადაანაწილე ხარჯი და გააკეთე ყოველთვიური შენატანი საკომისიოს გარეშე PayBox-ის ტერმინალებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები