წელს საქართველოში მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 10 797 ტონა 468.4 მლნ დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იყიდა, რაც წლის ჭრილში თანხობრივად 4%-იან, მოცულობაში კი დაახლოებით 8%-იან ზრდას წარმოადგენს.
საქსტატის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნისთვის მთავარ მომწოდებლად თურქეთი რჩება, რომელზეც მთლიანი მოცულობის 43% მოდის. 8 თვის მონაცემებით, TOP 10 საიმპორტო ბაზარი ასეთია:
- თურქეთი – 119 მლნ აშშ დოლარი, 4 645.8 ტონა
- გერმანია – 71.3 მლნ აშშ დოლარი, 697 ტონა
- უნგრეთი – 46.3 მლნ აშშ დოლარი, 248.9 ტონა
- შვეიცარია – 43.3 მლნ აშშ დოლარი, 54.7 ტონა
- საფრანგეთი – 19.4 მლნ აშშ დოლარი, 107.9 ტონა
- სლოვენია – 13.5 მლნ აშშ დოლარი, 122.1 ტონა
- ლიეტუვა – 13.4 მლნ აშშ დოლარი, 183.9 ტონა
- ნიდერლანდები – 12.4 მლნ აშშ დოლარი, 80.8 ტონა
- პოლონეთი – 12.2 მლნ აშშ დოლარი, 490.6 ტონა
- ინდოეთი – 12.1 მლნ აშშ დოლარი, 1 169.7 ტონა
ამავე პერიოდში დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებების იმპორტი 2.9 მლნ დოლარი იყო, რაც წლის ჭრილში 74%-იანი კლებაა. 5 ძირითადი ბაზარი ასეთია:
- ლატვია – 1.7 მლნ აშშ დოლარი, 2.6 ტონა
- უკრაინა – 265.1 ათასი აშშ დოლარი, 2.8 ტონა
- ჩრდილოეთ მაკედონია – 239.8 ათასი აშშ დოლარი, 3.8 ტონა
- ინდოეთი – 221.1 ათასი აშშ დოლარი, 29 ტონა
- ესპანეთი – 183.6 ათასი აშშ დოლარი, 0.1 ტონა
























