მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაფინანსება არასოდეს მიგვიღია, კვების სექტორს ყველაზე ნაკლებად ეხმარებიან“ – „ლუმიერსის“ დამფუძნებელი

64c69839de34d
ლიკა მეგუთნიშვილი
30.07.23 21:07
462
„ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ კვების სექტორი [სახელმწიფოს მხრიდან] ყველაზე ნაკლებად იღებს რაიმე სახის დახმარებას“, - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ „ლუმიერსის“ დამფუძნებელმა, ემილ კურნაბოვმა ისაუბრა.

მისი თქმით, მის კომპანიას რაიმე სახის მხარდაჭერა, მათ შორის დაფინანსება არასოდეს მიუღია.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ბიზნესების დაფინანსებისა და მათთვის ფინანსებზე წვდომის ხელმისაწვდომობის გაზრდის მცდელობისა, ამ მხრივ ხელშესახები არაფერი კეთდება.

„მაგალითად, კონკრეტული სფეროები შეიძლება უფრო მეტად ფინანსდებოდეს, მაგრამ სხვა შედარებით [მათთვის] „ნაკლებად საინტერესო“ სფეროები, უფრო მეტად განიცდის კრახს ამ მიმართულებით. თითქოს, მაგალითად ტექნოლოგიურ სფეროს მოვიცავთ, მაგრამ რა ხდება სხვა სფეროებთან დაკავშირებით? - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს „ლუმიერსის“ დამფუძნებელი.

„ლუმიერსის“ დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ კვების სექტორის წარმომადგენლები ბიზნესის განვითარებას მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით ახერხებენ.

„კვების სექტორში ვინც რამეს ვაკეთებთ ვართ ყველა ერთად და ამავე დროს - მარტო. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, ძალიან დიდი შრომა გვჭირდება რომ რაიმეს მივაღწიოთ. გვყავს მეგობრები, რომლებიც აწყობენ რაღაც ბაზრობებს, სადაც თავიანთი პროდუქციის გატანა დამწყებ კულინარებსაც შეუძლიათ. მომხმარებლის შეფასების შედეგად იღებენ გადაწყვეტილებას, გარისკონ და გახსნან ობიექტი, თუ არა“, - განაცხადა ემილ კურბანოვმა.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ 2021 წელს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2021-2025 და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. სტრატეგიის მთავარი მიზანია, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათი კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების შესაძლებლობის ზრდა, რამაც შემოსავლების, სამუშაო ადგილებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა უნდა განაპირობოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები