ბიზნესის დაწყებისა და განვითარების წარმატება მხოლოდ იდეასა და ფინანსურ რესურსებზე არ არის დამოკიდებული, გადამწყვეტია ის გარემოც, რომელსაც ქვეყანა მეწარმეებს სთავაზობს. საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ყველაზე ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოს მქონე ქვეყნების რეიტინგში აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები ლიდერობენ, პირველ ადგილზე კი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. საინტერესოა, რომ მოწინავე პოზიციებს არაერთი განვითარებული ეკონომიკა ჩამორჩება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც. სად არის ბიზნესის დაწყება და განვითარება ყველაზე ხელსაყრელი და რა ფაქტორები განსაზღვრავს ქვეყნების წარმატებას?






























