DRG-ის სქემით დაფინანსების მექანიზმის ცვლილების აუცილებლობა ისევ დღის წესრიგშია. სქემის განახლებისთვის სტაბილური ინსტრუმენტების შექმნაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრიც. „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ყოფნისას მინისტრმა არ დააკონკრეტა რა ცვლილებას უნდა ელოდოს ბიზნესი თუმცა ამბობს რომ სამუშაო პროცესში სფეროს წარმომადგენლებიც ჩართულები არიან. რა სჭირდებათ ბიზნესის წარმომადგენლებს, რა პრობლემებზე საუბრობენ ექიმები და რა შეიძლება შეიცვალოს DRG-ის სქემაში;