დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა, მათ შორის ფინანსური, ეწინააღმდეგება ევროპულ მიდგომებს, დირექტივებს და სულისკვეთებას, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მოამზადა და პარლამენტში დაარეგისტრირა ორი სხვადასხვა კანონპროექტი, რომელთაგან ერთი სემეკის და კომკომის ხელმძღვანელობისთვის ხელფასების შემცირებას და ზედა ჭერის დაწესებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე თავად სემეკის დაფინანსების შემცირებას.
„კანონპროექტი, რომელიც რომან გოცირიძემ წარმოადგინა, არის აბსურდული, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა, მათ შორის ფინანსური, ეწინააღმდეგება ევროპულ მიდგომებს, დირექტივებს და სულისკვეთებას. ამასთან დაკავშირებით კომისიამ მოამზადა თავისი შეფასება და უკვე გააგზავნა პარლამენტში. როგორც ჩანს, ამ ადამიანს მეტი არ მოეკითხება და რაც მოეკითხება, ის წარადგინა“, - განაცხადა ნარმანიამ.




























