მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დაგეგმილ ცვლილებებზე ბანკებთან კომუნიკაცია დიდი ხანია მიმდინარეობს"

5ae815fdd6c8f
BM.GE
01.05.18 11:17
818
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საბანკო სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე სექტორთან კომუნიკაცია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

„ამ საკითხზე კომუნიკაცია სექტორთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან დიდი ხანია მინდინარეობს. ჯერ კიდევ შარშან დეკემბრის დასაწყისში შევიდა ძალაში კაპიტალის მოთხოვნები გარკვეული ტიპის სესხებზე, რომელიც გაცემული იყო შემოსავლების შეფასების გარეშე და ასეთ სესხებზე ბანკებს უფრო მაღალი კაპიტალის მოტანა მოეთხოვათ.
ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკის ზომებს თანმიმდევრულად და დროში განაწილებულად. ყველა ზომები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ყოველთვის გვაქვს მხედველობაში, რომ 2018 წლიდან უნდა შევუერთდეთ ევროდირექტივას, რომლის მიხედვითაც სესხების გაცემა არ უნდა მოხდეს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე.

1 მარტს ჩვენ გავმართეთ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, სადაც ავღნიშნეთ რომ არსებობს ჭარბვალიანობის პრობლემა და აუცილებელია ზომების მიღება და იქვე დავაანონსეთ რომ მუშავდება რეგულაციები.“ - ამბობს კობა გვენეტაძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები