„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს რეფორმასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური და ტექნიკური დეტალები. კერძოდ, ისეთი საკითხები: თუ როგორ განისაზღვრება საპენსიო ანარიცხების გამოანგარიშების ფორმულა, რა ვადაში და სხვა.
როგორც ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნა, ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საპენსიო რეფორმა დაიწყოს და წარმატებით განხორციელდეს. მისი თქმით, რეფორმა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

























