მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაგროვებითი პენსიის ყოველთვიურ შენატანზე ლიმიტებია დაწესებული

59f9847914c14
სალომე მეცხვარიშვილი
01.11.17 13:35
1451
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირები ყოველთვიურად თანხას საპენსიო სააგენტოში შეიტანენ. კანონპროექტის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი განსაზღრება შემდეგნაირად: ხელფასის 2 %-ს გადაიხდის დამსაქმებელი, ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს შეიტანს თითოეული დასაქმებული; რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი შეიტანენ თავიანთი ხელფასის 4%-ს. სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

ამასთან, გარკვეული ლიმიტებია დაწესებული სახელმწიფოსა და დამსაქმებლის მიერ ჩასარიცხ თანხებზე. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროქტის მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულის ანგარიშზე რიცხავს მისი ხელფასის 2%-ს დასაბეგრი ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება წლიურად 60 000 ლარს. ეს ნიშნავს, რომ დამსაქმებლის მაქსიმალური შენატანი დასაქმებულის საპენსიო ფონდში ყოველთვიურად 100 ლარს არ გადააჭარბებს, ყოველწლიურად კი 1200 ლარს.

რაც შეეხება სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ლიმიტები კიდევ უფრო განსხვავებულია. თუ დასაქმებულის ხელფასი წლიურად 24 ათას ლარს არ აღემატება, სახელმწიფო საპენსიო ფონდში ყოველთვიურად ხელფასის 2%-ს ჩარიცხავს საპენსიო ფონდში(ყოველთვიურად მაქსიმუმ 40 ლარი თვეში, 480 ლარი წელიწადში), 24-ათასიდან 60-ათას ლარამდე წლიური ხელფასის პირობებში კი სახელმწიფოს ყოველთვიური შენატანი 1%-ზე მეტი არ იქნება(მაქსიმუმ 50 ლარი თვეში, 600 ლარი წელიწადში).

არც დამსაქმებელი, არც სახელმწიფო და არც დასაქმებული არ განახორციელებს საპენსიო შენატანს წლიურად დასაბეგრი ხელფასის სახით გაცემულ იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები