მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგროვებითი პენსიით 16 229-მა ადამიანმა ისარგებლა - სააგენტო

საპენსიო სააგენტო შენობა

2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 16 229-მა ადამიანმა ისარგებლა და მათზე პენსიის სახით 65.8 მლნ ლარი გაიცა.

საპენსიო სააგენტოს 31 იანვრის მონაცემებით, სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 591 ათასი ადამიანია.

31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.3 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა ამონაგებმა 1.54 მილიარდ ლარს მიაღწია.

ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
  • მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
  • საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;
  • საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები