მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დაგვემატება ორი ახალი ფილიალი" - რას გეგმავს "მოდუსი"?

მოდუსი

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მოდუსი" ფართოვდება. როგორც "საქმიანი დილის" ეთერში "მოდუსის" მარკეტინგის ხელმძღვანელმა, თამთა დარჩიძემ განაცხადა, კომპანია ორ ახალ ფილიალს ხსნის.

თამთა დარჩიძის ინფორმაციით, კომპანიის ახალი აუთლეტები თბილისსა და ბათუმში იქნება წარმოდგენილი.

"დაგვემატება ორი ახალი ფილიალი. ერთი ფილიალი უკვე, რომელიც ბათუმში არის წარმოდგენილი, აპრილში დასრულდება მისი მშენებლობა და იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის, ხოლო მეორე ფილიალს რაც შეეხება, თბილისში საძირკველი უკვე ჩაეყარა, აღმაშენებლის ტერიტორიაზე იქნება და იქნება კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი. ბევრ ახალ პროდუქციას შემოგთავაზებთ, იქნება ბევრი სიახლე, ინოვაციური პროდუქცია",- ამბობს თამთა დარჩიძე.

მან ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რაც 25-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის წარმატებას განაპირობებს.

"კომპანიას შეუსრულდა 25 წელი. 2000-იან წლებში დაიწყო „მოდუსმა“, თავისი პირველი ფილიალი გახსნა ბათუმში და დღესდღეობით უკვე ხუთი შოურუმი აქვს წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში. „მოდუსს“ აქვს 60 000 დასახელების პროდუქცია და აქედან უმეტესობა არის იმპორტირებული, ხოლო რაც არ არის იმპორტირებული, არის ჩვენს მიერ, DAR CAPITAL-ის მიერ დამზადებული საქართველოში. 2005-6 წლიდან დაიწყო DAR CAPITAL-მა წარმოება და სამშენებლო მასალებს ვაწარმოებთ. წამყვან ბრენდებს წარმოვადგენთ: „ვიკო“, „პანასონიკი“, „ელექტროლუქსი“, „ბეტეკი“ და ა.შ. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ რადგან იმპორტირებულია, ფასი არის უკონკურენტო ბაზარზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ უპირატესობას გვაძლევს.

ვფიქრობ, „მოდუსის“ წარმატება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. „მოდუსის“ შიდა პოლიტიკის და მისი ღირებულებების დამსახურებით ხდება ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ „მოდუსისთვის“ მხოლოდ მოგება არ არის მნიშვნელოვანი. მისთვის მნიშვნელოვანია თავისი მომხმარებელი, თანამშრომლები, მათი ერთგულია ეს კომპანია და ვფიქრობ, რომ როცა თვითონ თანამშრომელი არის კმაყოფილი, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მომხმარებელს უჩნდება შენი ერთგულების სურვილი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და ამას „მოდუსი“ ახერხებს და ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი წელი ასე მყარად იდგება და მოახერხებს ამ ყოველივეს",- აღნიშნა "მოდუსის" მარკეტინგის ხელმძღვანელმა.

მან ასევე ისაუბრა გასული წლის შედეგებზე, რომელსაც პოზიტიურად აფასებს და აღნიშნა, რომ გაყიდვების 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

"2025 წელი ჩვენთვის იყო საუკეთესო წელი. 2024 წელთან შედარებით როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვები, 15%-ით გაიზარდა, რაც ვფიქრობ, რომ დიდი წარმატება არის „მოდუსისთვის“, აცხადებს თამთა დარჩიძე.

ცნობისთვის, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მოდუსი" 25 წელზე მეტია ბაზარზეა წარმოდგენილი და მომხმარებლებს 60 000 დასახელების პროდუქციას სთავაზობს, რომელთა ნაწილი იმპორტირებულია, ნაწილს კი კომპანია თავად აწარმოებს. ამჟამად კომპანია თბილისსა და ბათუმში 5 ფილიალით არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები