მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაიბრუნე თანხის 30% PLUS ქულებად PLUS ბარათით გადახდისას

ველი
11.10.24 11:33
329

ნივთების ონლაინ შერჩევა ყოველთვის საინტერესო პროცესია, თუმცა ის შეიძლება ფინანსურად კიდევ უფრო ხელსაყრელი გახდეს. საქართველოს ბანკი და VELI.store კიდევ ერთ აქციას გთავაზობს. ველიზე 11 ოქტომბერს Plus ბარათით გადახდისას შეგიძლია 30% ქეშბექი დაიბრუნო, მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულის ოდენობით.

გაითვალისწინე, რომ ქეშბექი ერთჯერადად დაბრუნდება, რომელსაც საქართველოს ბანკისგან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებ.

VELI.store შესაძლებლობას გაძლევს ონლაინ შეიძინო მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. ველის ციფრულ თაროებზე 50 000-მდე ნივთს ერთ სივრცეში აღმოაჩენ და შეგიძლია შეარჩიო მცირე ავეჯი სახლისთვის, ასევე ტექნიკა თუ სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების 400-მდე ბრენდი. იშოპინგე ველიზე, ისარგებლე აქციით და მიიღე ქეშბექი Plus ქულების სახით.

მუსიკის სამყარო

ხარისხიანი აუდიოტექნიკა მუსიკის მოყვარულთათვის და პროფესიონალებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ველიზე წარმოდგენილი ბრენდების პროდუქცია უმაღლესი ხარისხის ჟღერადობას, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და დახვეწილ დიზაინს გვთავაზობს.

30 წლიანი არსებობის განმავლობაში Lexon-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც ფრანგული დიზაინის მსოფლიოს ბრენდმა. Lexon-ის პროდუქციას შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი დინამიკებს უჭირავს. ისინი, ელეგანტურ, თანამედროვე დიზაინთან ხმის შეუდარებლად დახვეწილი ხარისხის შერწყმით მომხმარებელთა გულებს იპყრობს.

მათ შორის, შეგიძლია არჩევანი შეაჩერო Lexon Mino+ L დინამიკზე, რომელიც მინიმალისტური, დახვეწილი და ამავდროულად თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა, რომელიც იდეალურად ერგება შენს სურვილებს.

Lexon Mino+ L უსადენო დინამიკი სუფთა, მძლავრ და მკაფიო ჟღერადობას გთავაზობს. Bluetooth კავშირის ტექნოლოგია საშუალებას გაძლევს დინამიკი სასურველ მოწყობილობას ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაუკავშირო. ასევე, სპიკერი არის წყალგამძლე, რასაც მისთვის მინიჭებული IPX4 სერტიფიკატი ადასტურებს.

ხოლო, ჩაშენებული TWS ტექნოლოგიის მეშვეობით, ორი მინი დინამიკი შეგიძლია ერთმანეთს დაუკავშირო და მოწყობილობის ჟღერადობა გააორმაგო. 2 საათიანი დამუხტვით მისი გამოყენება დაახლოებით 5 საათი შეგიძლია. გარდა ამისა, Lexon Mino + L უსადენო დინამიკი ძალიან მსუბუქია, რაც მის მოგზაურობაში წაღებას გაგიმარტივებს.

ასევე, უნდა გაიცნო 2018 წელს კალიფორნიაში დაარსებული ბრენდი – Muzen, რომელიც უნიკალური, დასამახსოვრებელი დიზაინით გამოირჩევა. MUZEN Audio ვინტაჟური დიზაინის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიო პროდუქტებს ქმნის. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ბრენდის სადებიუტო ნამუშევარმა – On The Road Bluetooth დინამიკების სერიამ.

კერუაკის სამყაროთი შთაგონებული Muzen OTR Metal Portable FM Radio Bluetooth Speaker პორტატიული დინამიკია ვინტაჟური დიზაინით, მეტალის კორპუსითა და Bluetooth კავშირით, რაც სუფთა და მკაფიო ჟღერადობას უზრუნველყოფს.

მას აქვს სტერეო ჟღერადობა და მინიატიურული ზომის მიუხედავად მაღალ ხმას გამოსცემს, რომელიც ყველა მიმართულებით ისმის. დინამიკი სხვადასხვა Bluetooth მოწყობილობას უკავშირდება. ასევე აქვს AUX პორტი და FM რადიო. Muzen ყოველთვის გთავაზობთ პროდუქტს ლამაზი შეფუთვით, რაც საჩუქრად გადაცემას განსაკუთრებულს ხდის.

მობილურები და პლანშეტები

მობილურები და პლანშეტები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დარჩი კავშირზე, იყო პროდუქტიული და გქონდეს წვდომა უსაზღვრო ინფორმაციაზე ნებისმიერ დროსა და ადგილას.

ველიზე შეგიძლია შეიძინო Honor X8b, რომელიც ძლიერი და თანამედროვე სმარტფონი. მას აქვს 6.7''- იანი AMOLED ეკრანი და Qualcomm SM6225 Snapdragon 680 4G რვა ბირთვიანი, მაღალი წარმადობის მქონე პროცესორი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერაციის სწრაფად და შეუფერხებლად შესრულებას.

Honor X8b მობილურ ტელეფონს გააჩნია 108 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელსაც შეუძლია ავტომატურად ამოიცნოს სხვადასხვა სცენები და გამოიყენოს სუპერ გარჩევადობა გარემოს მრავალფეროვნების საჩვენებლად.

ასევე, აქვს 50 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, რომელიც განკუთვნილია სელფის გადასაღებად და ვიდეო ზარების განსახორციელებლად. სელფის კამერა ავტომატურად ასახავს კანის სრულყოფილ ტონს და ტექსტურას, რაც შენს სელფებს გამორჩეულს გახდის.

შემოქმედებითი უნარების მქონე ადამიანებისთვის შესანიშნავი ნივთი იქნება სახატავი პლანშეტი Veikk A15 Pro Digital Drawing Tablet. მას აქვს 10'' x 6'' ზომის სახატავი არეალი, რაც უფრო მეტ დასახატ სივრცეს ქმნის.

მისი ფანქარი მგრძნობიარეა და არ აქვს ბატარეა, შესაბამისად არ საჭიროებს დამუხტვას. Veikk A15 Pro პლანშეტის თაჩ პედს 12 ღილაკი და ერთი მგრძნობიარე პადი აქვს, რაც აადვილებს მის გამოყენებას. ამასთანავე, გამოყენებისას ტაბლეტი აუცილებლად უნდა იყოს შეერთებული კომპიუტერთან. ის თავსებადია Windows-თან, Mac-თან, ანდროიდთან და ლინუქსთან. ტაბლეტში შეგიძლია იმუშაო სხვადასხვა გრაფიკული პროგრამებით: Adobe Photoshop, SAI, Adobe Illustrator, Corel Painter, Clip Studio, SketchBook, MediBang, Zbrush, Krita, Gimp და სხვა.

თავის მოვლის პროდუქცია მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან

Elizabeth Arden ამერიკული საკულტო კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც სხეულის მოვლის ლეგენდარულ პროდუქტებს და უნიკალურ სუნამოებს გთავაზობს. ბრენდი გამოირჩევა საუკეთესო ხარისხის სხეულის მოვლის საშუალებებით, რომელთაგან Elizabeth Arden Advanced Ceramide სახის შრატი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

კაფსულებში მოთავსებული სახის შრატი გაჯერებულია კერამიდებით და კანის დელიკატურ მოვლას უზრუნველყოფს. ატენიანებს და იცავს დეჰიდრატაციისგან, მატებს მას ბუნებრივ ბზინვარებას. ამავდროულად არბილებს წვრილ ხაზებს და ხელს უშლის მათ წარმოქმნას. ამკვრივებს სახის კონტურს და მატებს კანს ელასტიკურობას.

ასევე, შესანიშნავი არჩევანი იქნება KEVIN.MURPHY, რომელიც მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო ცოდნისა და საუკეთესო ბუნებრივი ინგრედიენტების შერწყმას წარმოადგენს. მისი პროდუქტები უზრუნველყოფს სალონში თუ სახლში საუკეთესო იერსახის შექმნას და ამავდროულად ის ყოველთვის ზრუნავს პროდუქტები იყოს შექმნილი გარემოსთან ჰარმონიაში და ზიანი არ მიაყენოს მას.

შეღებილი თმისთვის შესანიშნავი იქნება Kevin Murphy Colour Leave-In შეღებილი თმის სპრეი, რომელიც თმის ფერს გაუფერულებისგან და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. აძლიერებს თმის სტრუქტურას, ატენიანებს და აღადგენს მას.

ასევე, სახლის გარეთ თმის მოვლისთვის სასარგებლო ნივთი იქნება Kevin Murphy Doo Over, რომელიც მშრალი შამპუნი და თმის ლაქია ერთ შეფუთვაში. ის ასუფთავებს, ატენიანებს, ანიჭებს მოცულობასა და ფორმას შენს ვარცხნილობას. ხდის თმას რბილს და ანიჭებს ელასტიკურობას.

შეიცავს ტაპიოკას სახამებელს და ვირჯინიის კედრის ხის და პაჩულის ესენციებს. ტაპიოკას სახამებელი აშორებს ზედმეტ ცხიმს. ხოლო, სილიციუმი ანიჭებს სხეულს, ელასტიკურობას და ბზინვარებას.

პაჩულის ზეთი ასაკსაწინააღმდეგო საშუალებაა თმისა და თავის კანისთვის. ის ასტიმულირებს უჯრედების განახლებას და შეუძლია შეამსუბუქოს ქერტლის ნიშნები. ამავდროულად არის ვეგანური. აღმოაჩინე ველიზე სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტები, რომლებიც ცხოველებზე არ იტესტება.

ატმოსფერული განათება შენი სახლისთვის

სათანადო განათება ოთახის ატმოსფეროსა და ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ატმოსფერული, ამოცანებისა და აქცენტიანი განათების ნაზავი ქმნის სინათლის ფენები, რომლებიც შეიძლება მორგებული იყოს სხვადასხვა აქტივობებისა და განწყობის მიხედვით.

შეგიძლია არჩევანი Biner-ზე შეაჩერო, რომელიც ყოველდღიური მოხმარების მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის პროდუქტებს ქმნის. Biner-ის ნოგუჩის იაპონური მაგიდის სანათი მინიმალისტური დიზაინის, მაღალი ხარისხის ქაღალდისგან დამზადებული მაგიდის სანათია.

ეს უნიკალური დიზაინის ბრინჯის ქაღალდის მაგიდის სანათი დახვეწილი დეტალი იქნება ნებისმიერი ტიპის ბინის, განსაკუთრებით კი საძინებელი ოთახისთვის.

ასევე, სივრცისთვის შესანიშნავი დანამატი იქნება Mica Decorations-ის დეკორატიული სანათი, რომელიც მკვეთრი თეთრი ფერით გამოირჩევა. სანათი ოთახს ელეგანტურობასა და ხიბლს შემატებს. ის აღჭურვილია 25W E14 ნათურის ბუდეებით, სანათი უზრუნველყოფს რბილ განათებას, რომელიც ცვლის ოთახის ატმოსფეროს.

იშოპინგე ონლაინ საქართველოს ბანკისა და VELI.store-ის შეთავაზებით. გადაიხადე Plus ბარათით ველიზე 11 ოქტომბერს და მიიღე 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები