მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაიბრუნეთ 30% ქეშბექი SOLO Visa ბარათით შოპინგისას - VELI.store | SOLO | Visa

Veli.store
27.09.24 16:39
236
სტატიაში საუბარია:

SOLO და VELI.store ახალ ერთობლივ აქციას გთავაზობთ. SOLO Visa ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ 30%-იანი ქეშბექი – მაქსიმუმ 150 ლარამდე. ამასთანავე, SOLO-სა და VELI.store-ის აქცია ვრცელდება ყველა პროდუქტებზე.

VELI.store ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, რის გამოც პროდუქციის ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება და კომპლექტდება მაღალი ხარისხის ნივთებით.

ისარგებლეთ ორმაგი შეთავაზებით თქვენთვის სასურველ პროდუქტებზე, იშოპინგეთ დაბრუნების სეზონზე ფასდაკლებით და ამავდროულად, დამატებით დაიბრუნეთ 30% ქეშბექი – მაქსიმუმ 150 ლარამდე SOLO Visa ბარათით გადახდისას.

დაიბრუნეთ 150 ლარამდე ქეშბექი Dyson-ის პროდუქციაზე SOLO Visa ბარათით გადახდისას

27 სექტემბერს, შეგიძლიათ Dyson-ის სრულ ასორტიმენტზე დაიბრუნოთ 150 ლარამდე ქეშბექი SOLO Visa ბარათით გადახდისას. ინგლისური ბრენდი Dyson 30 წელია პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ქმნის, რომელიც მომხმარებლებს დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური მახასიათებლებით ხიბლავს.

ბრენდის ტექნიკას რამდენიმე უპირატესობა აქვს – არის გამოსაყენებლად კომფორტული და მოსახერხებელი, მრავალფუნქციური, მძლავრი და აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა. Dyson-ის პროდუქციის საერთო უნიკალურობა კი, მის ძრავაში მდგომარეობას, რომელიც ხმის დაბალი დონით, დიდი სიმძლავრითა და კომპაქტური ზომით გამოირჩევა.

ბრენდის პროდუქციას შორის განსაკუთრებული პოპულარობით მისი თმის საშრობები სარგებლობს. მათ შორის, შესანიშნავი არჩევანი იქნება ფენი Dyson HD07 Supersonic Hair Dryer. ის მძლავრ, ფოკუსირებულ ჰაერის ნაკადს უზრუნველყოფს, ციფრულად კონტროლირებადი ძრავით. ციფრული ძრავის მოდელი V9, საშუალოდ 6-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე თმის საშრობის სხვა ძრავები. ის მაღალი სიჩქარით ჰაერის ნაკადს ქმნის და ეხმარება თმას სწრაფად გაშრობაში.

Air Multiplier ტექნოლოგიასთან ერთად, ის გამოიმუშავებს მაღალი წნევის, მაღალი სიჩქარის კონტროლირებად ჰაერს, სწრაფი გაშრობისა და ზუსტი სტაილინგისთვის. ხოლო, ტემპერატურის განაწილების ჭკვიანი ტექნოლოგიითა და იონური კონდიცირების მეშვეობით, ფენი თმას ბუნებრივ და მბზინვარე, აბრეშუმისებრ იერს ანიჭებს, ასევე აღადგენს და არბილებს თმის ღერებს.

ისარგებლეთ ორმაგი შეთავაზებით – იშოპინგეთ ფასდაკლებით დაბრუნების სეზონზე და დაიბრუნეთ ქეშბექი SOLO Visa ბარათით გადახდისას

Koopman – 40%-იანი ფასდაკლებით

ისარგებლეთ 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით Koopman-ის პროდუქციაზე 40%-იანი ფასდაკლებით და დაიბრუნეთ ქეშბექი SOLO Visa ბარათით გადახდისას. Koopman ამსტერდამში,1937 წელს დაარსებული ბრენდია, რომელიც როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე სათამაშოებსა და ცხოველების აქსესუარებს ქმნის.

ველის ციფრულ თაროებზე ბრენდის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს შეხვდებით, რომელთაგან შეგიძლიათ 40%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ Koopman, ბამბუკის სასანთლე, რომელიც საინტერესო და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და თქვენს მისაღებ თუ საძინებელ ოთახს დაამშვენებს.

ასევე, შეგიძლიათ შეარჩიოთ ბრენდისგან კიდევ ერთი შესანიშნავი ნივთი – მაგიდის საათი. Koopman- ის მაგიდის საათი განკუთვნილია კომოდზე და მაგიდაზე დასადებად და არის როგორც ვიზუალურად დახვეწილი, ასევე პრაქტიკული პროდუქტი.

Bosch– 25%-იანი ფასდაკლებით

ხოლო, 27-დან 29 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ BOSCH-ის სრულ ასორტიმენტზე და დაიბრუნოთ 150 ლარამდე ქეშბექი SOLO Visa ბარათით გადახდისას. BOSCH-ის ისტორია 1886 წელს შტუტგარტში დაიწყო, როდესაც რობერტ ბოშმა დააფუძნა სახელოსნო ზუსტი მექანიკისა და ელექტროტექნიკისთვის.

დღეს BOSCH გლობალური ბრენდია, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიებით გამოირჩევა. ის საქართველოშიც ფართოდ ცნობილია, როგორც კომპანია, რომელიც უსაფრთხოებასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნავს.

ველიზე შეგიძლიათ შეიძინოთ BOSCH-ის ბურღი, ბურღისა და სახრახნისის პირები, კუთხსახეხი თუ ელექტროხერხი. ასევე, შესანიშნავი იქნება BOSCH Aquatak 130 მაღალი წნევის აპარატი, რომელიც მოხმარებისას მოქნილობით გამოირჩევა და ნებისმიერ სირთულეს დაუბრკოლებლად უმკლავდება. მისი მთავარი ღირსება ის არის, რომ საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი ზედაპირი სწრაფად გაწმინდოთ.

Ninja – 30%-მდე ფასდაკლებით

კიდევ ერთი ბრენდი, რომელზეც ფასდაკლება არ უნდა გამოტოვოთ არის Ninja. შეიძინეთ 27 სექტემბერს 25%-მდე ფასდაკლებით Ninjas-ს პროდუქცია და დაიბრუნეთ 30%-იანი ქეშბექი მაქსიმუმ 150 ლარამდე SOLO Visa ბარათით გადახდისას.

ეს არის ბრენდი, რომელსაც ველის მომხმარებელი კარგად იცნობს და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი სამზარეულოს ნივთები. კომპანია მრავალფეროვან ნივთებს ქმნის სამზარეულოსთვის, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საუკეთესოა Ninja AG301EU აეროგრილი. მას შეუძლია თქვენი საყვარელი კერძები ნაკლები ცხიმით ან უცხიმოდ მოამზადოს და რაც მთავარია, უფრო ჯანსაღად. ამასთანავე, შეუნარჩუნოს ბუნებრივი გემო და არომატი.

კიდევ ერთი პოპულარული პროდუქტია ძლიერი ძრავით აღჭურვილი Ninja BN495EU მულტიფუნქციური ბლენდერი. ეს არის ძლიერი ძრავით აღჭურვილი მოწყობილობა, რომელსაც უმოკლეს დროში შეუძლია გადაამუშაოს ნებისმიერი ინგრედიენტი: ხილი, ბოსტნეული, თხილეული თუ ყინული. ამასთანავე, მოამზადოს ნებისმიერი ტიპის მილქშეიკი, სმუზი, პროტეინშეიკი ან სასმელი.

Ariete – 30%-მდე ფასდაკლებით

27 სექტემბერს Ariete-ს სრულ ასორტიმენტზეც შეგიძლიათ ისარგებლოთ 30%-იანი ფასდაკლებით და დაიბრუნოთ ქეშბექი მაქსიმუმ 150 ლარამდე SOLO Visa ბარათით გადახდისას. Ariete ველის ექსკლუზიური იტალიური ბრენდია, რომელიც 1964 წელს ტოსკანაში დაარსდა.

კომპანია ახლებური იდეებითა და კრეატიული მიდგომით ამარტივებს ყოველდღიურ ოჯახურ საქმიანობას. ხოლო, მისი თითოეული პროდუქტი იტალიური ხარისხის სტანდარტითა და გამორჩეული დიზაინით იქმნება.

ბრენდის პროდუქციას შორის შესანიშნავი არჩევანი იქნება ელექტრო სახეხი Ariete Grati 2.0. ეს არის პრაქტიკული და უსადენო ელექტრო სახეხი, რომელიც მარტივად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მუშაობს და საშუალებას გაძლევთ, მარტივად და სწრაფად გახეხოთ ყველი, შოკოლადი, თხილეული და სხვა როგორც მყარი, ასევე რბილი საკვები. ერთი სრული დამუხტვით შესაძლებელია 1 კილოგრამამდე საკვების გახეხვა.

ბრენდის კიდევ ერთი პრაქტიკული ნივთი – პიცის ღუმელი იქნება, რომელიც საშუალებას მოგცემთ სახლში მარტივად მოამზადოთ ნამდვილი იტალიური პიცა. Ariete 0909 Da Gennaro პიცის ღუმელი ძლიერი და მარტივად სამართავია. იდეალურია სწრაფი და გემრიელი საუზმის მოსამზადებლად, რომელიც საუკეთესო მოწყობილობა იქნება სამზარეულოში პიცის მოყვარულებისთვის.

მიიღეთ შოპინგის ახლებური გამოცდილება SOLO-სა და VELI.store-ის შეთავაზებით. ისარგებლეთ დაბრუნების სეზონზე ფასდაკლებით და ამავდროულად, ყველა პროდუქტზე დაიბრუნეთ დამატებით 30% ქეშბექი – მაქსიმუმ 150 ლარამდე SOLO Visa ბარათით გადახდისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები