მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Daimler უპილოტო სატვირთოების შესაქმნელად მუშაობს

5c3a05c10ef69
ანნა ლაპიაშვილი
13.01.19 12:39
841
Daimler უპილოტო სატვირთოების შესაქმნელად უახლოეს წლებში 500 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2025 წლისათვის სრულად თვითმართვადი სატვირთო ავტომობილების გაყიდვა დაიწყება.

Consumer Electronics Show-ზე, რომელიც ლას ვეგასში გაიმართა, Daimler-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სატვირთო ავტომობილები ექსპლუატაციაში უკვე მიმდინდა წლიდან შევა.

ახალი თვითმართვადი ავტომობილის წარმოებისთვის ავტოკონცერნი დამატებით 200 ადამიანს გერმანიასა და აშშ-ში დაასაქმებს.

მომავალში Daimler-ი გეგმავს, შექმნას სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, იმგზავროს ისე, რომ გადაზღვევისთვის ადამიანი არ სჭირდებოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები