მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაინტერესდნენ თუ არა ანაკლიის პორტის მშენებლობით ინვესტორები, უცნობია

6491b661919ec
BM.GE
20.06.23 22:50
1251
ინვესტორების მხრიდან ანაკლიის პორტზე კვალიფიკაციის შესახებ მოთხოვნის წარდგენისთვის დაწესბული ვადა 19 ივნისს ამოიწურა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია წარადგინეს თუ არა ინვესტორებმა განაცხადი.

მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კერძო ინვესტორთან პარტნიორობით ააშენებს, თუმცა ინვესტორი მხოლოდ 49%-იან წილს უნდა დასჯერდეს. 51% კი სახელმწიფოს ხელში დარჩება.

პრემიერმა რამდენჯერმე დაანონსა, რომ მთავრობა პორტის მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებს. თუკი კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ განაცხადში ცვლილება არ შევა, დაინტრესებულ პირებს 28 ივლისამდე აქვთ ვადა წინადადებების წარმოდგენის შესახებ საბოლოო მოთხოვნის წარდგენისთვს.

პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო, მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები