"დაიცავი განათლება" - ხვალ განათლების რეფორმის საჯარო განხილვა გაიმართება.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, განხილვაში მონაწილეობენ განათლების სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
კერძოდ, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: მარინე ჩიტაშვილი - ფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი; სიმონ ჯანაშია - განათლების ექსპერტი; ლიკა ღლონტი - განათლების ექსპერტი, Erasmus პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; გიორგი (გოტა) ჭანტურია - განათლების პოლიტიკის სპეციალისტი.
განხილვის მოდერატორი იქნება გიორგი მაჩაბელი, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.
განხილვა ხვალ, 31 იანვარი, 13:00 საათზე "ექსპო ჯორჯიას" III პავილიონში გაიმართება.




























