„რომ არა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეტყობინება, მოკვლევას არ დავიწყებდით“, - ასე უპასუხა სებ-ის პრეზიდენტმა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვას.
კერძოდ, დეპუტადი დაინტერესდა, რომ არ ყოფილიყო ფინანსური მონიტორინგის შეტყობინება და მომართვა, დაიწყებდა თუ არა ეროვნული ბანკი „თიბისის ბანკის“ 2008 წლის ტრანზაქციაზე მოკვლევას.
„რომ არა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეტყობინება, ჩვენ ამ მოკვლევას არ დავიწყებდით“, - მოკლე პასუხით შემოიფარგა მთავარი ბანკირი.
შეგახსენებთ: „თიბისი ბანკის“ 2008 წლის ტრანზაქცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ათი წლის შემდეგ, 2018 წელს აღმოაჩინა და რეაგირებისთვის მასალები მთავარ პროკურატურას და ეროვნულ ბანკს გადაუგზავნა.

























