მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაჟინებით მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები - აშშ-ს საელჩო

6409ff73d63b5
BM.GE
09.03.23 19:40
1077
აშშ საელჩო საქართველოში მიესალმება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

საელჩო დაჟინებით მოუწოდებს მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები.

"ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია", - ნათქვამია აშშ საელჩო საქართველოში მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები