მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულებმა კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილი მიითვისეს - პროკურორი

64a7fd81af358
BM.GE
07.07.23 15:44
1976
პროკურორ ლაშა ფანჩულიძის განცხადებით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ 2020 წელს კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით დოკუმენტები გააყალბეს და თანხის ნაწილი მიითვისეს.

როგორც პროკურორმა სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, ბრალდების მხარემ სამ ბრალდებულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა მოითხოვა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის დეკემბერში „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რემონტი მიმდინარეობდა. ეს იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდი გაზრდილიყო. საქმის ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები შეადგინეს, კერძოდ, მიღებისა და ჩაბარების ყალბი აქტები, ინსპექტირების დასკვნა. ამის საფუძველზე მათ აჩვენეს, თითქოს, სამიმილიონი ლარის სამუშაოები შეასრულეს. სინამდვილეში, დოკუმენტები გააყალბეს", - ამბობს პროკურორი. 

პროკურატურამ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. bm.ge-ის ინფორმაციით, დაკავებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი გვაზავა.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეადგინეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების(სარემონტო სამუშაოების) აქტები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ინდ.მეწარმემ თითქოსდა შეასრულა 3 055 770.67 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც მას კლინიკიდან 2 618 849.07 ლარი ჩაერიცხა. სინამდვილეში კი, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, დადასტურდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2 475 003.03 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი დააკავეს - მითვისებულია ათიათასობით ლარი


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები