მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულია 63 ადამიანი - შსს

წწ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულია 6 პოლიციელი.

"დაუშვებელია სამართალდამცველების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა და ნებისმიერი სახის ძალადობა. ყველა ასეთ ფაქტზე სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნება. ასევე დაუშვებელია საავტომობილო გზების პარალიზება. შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონი, შეკრების და მანიფესტაციის მონაწილეებს უკრძალავს გზებზე განზრახ დაბრკოლებების შექმნას.

შსს-ის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 166-ე და 173-ე მუხლებით 63 პირი დააკავეს", - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, მთელი ღამე რუსთაველზე "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ. პოლიციის ძალები მათ დაშლას ცდილობდა. ნაცემია არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცმოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, თედ ჯონასი. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები.

პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები