მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულია ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი

გიორგი რამიშვილი

დაკავებულია ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. ინფორმაცია bm.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

bm.ge-ს ინფორმაციით, რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

Silk Road Group-ის დამფუძნებლის დაკავების ოფიციალური მიზეზი 236-ე მუხლია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

სსკ მუხლი 236 - ნაწილი მესამე:

“ცეცხლსასროლი იარაღის გარდა სანადირო იარაღისა, საბრძოლო მასალის გარდა სანადირო იარაღისთვის განკუთვნილისა, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.”

სსკ მუხლი 236 - ნაწილი მეოთხე:

“ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.”

შესაბამისად, მესამე ნაწილისთვის განსაზღვრული მინიმალური სასჯელი 3 წელი, მეოთხე ნაწილისთვის კი 4 წელია. მაქსიმალური სასჯელი მესამე ნაწილის შემთხვევაში 6 წელს, მეოთხე ნაწილის შემთხვევაში კი 7 წელს შეადგენს.

პროკურატურას გიორგი რამიშვილისთვუს ჯერჯერობით ბრალი არ წარუდგენია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები