მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი 61 უცხოელი – მათ ქვეყნიდან გააძევებენ

მიგრაციის დეპარტამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის შედეგად, საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში სამართალდამცველებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები შეამოწმეს. დაკავებულებს შორის არიან ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ბელარუსის, იორდანიის, ჩინეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ქვეყნის ტერიტორიაზე "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით იმყოფებოდნენ.

ამ ეტაპზე დაკავებული პირები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფებიან. შსს-ს ცნობით, მათი საქართველოდან გაძევების მიზნით შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები