მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაკეტეთ კარი და დადექით თქვენი სამუშაო ადგილის წინ, იქონიეთ დროშები, ტრანსპარანტები" - 15 საათზე გაფიცვა იწყება

გაფიცვა

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე გამაფრთხილებელი, საყოველთაო გაფიცვა #იფიცებასაქართველო გაიმართება. გაფიცვის მიზანი უცვლელია, გაათავისუფლონ უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

აქციის ორგანიზატორები გაფიცულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაკეტონ კარი და დადგნენ მათი სამუშაო ადგილის წინ. ამასთან, თან იქონიონ დროშები და ტრანსპარანტები.

ღონისძიებასთან დაკავშირებით ლაშა ბუღაძემ და სხვა ინიციატორებმა პრესკონფერენცია გამართეს და გაფიცვაში მონაწილეების მსურველებს გააცნეს ინსტრუქცია, რა ფორმით უნდა გამოხატონ პროტესტი.

„მოგიწოდებთ გაფიცულებს, დაკეტეთ კარი და დადექით თქვენი სამუშაო ადგილის წინ. სასურველია, თან იქონიოთ დროშები, ანდა ტრანსპარანტები წარწერებით – „გავიფიცე“ „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ და ა.შ. ჩართეთ ლაივი, გადაიღეთ ფოტოები და განათავსეთ სოციალურ მედიაში ჰაშტაგით #იფიცებასაქართველო. თვითდასაქმებულები და ისინი, ვინც ოფისიდან არ ვმუშაობთ, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე.

გაფიცვის დამთავრების მერე ტრადიციულად ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და ვუერთდებით ყოველდღიურ პროტესტს პარლამენტის შენობასთან. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“, – თქვა ლაშა ბუღაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები