მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაკრედიტების მაჩვენებლები შენელებულია, რაც ბიზნესის გადაწყვეტილებებით არის განპირობებული - ალექსი მატუა

ალექსი მატუა

"არასტაბილური გარემო ინვესტორების და ბიზნესის განწყობაზე გავლენას ახდენს",- ამის შესახებ "პროკრედიტ ბანკი - საქართველოში” აცხადებენ.

როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი მატუამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მცირე და საშუალო ბიზნესში ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებების გადავადება შეინიშნება, რაც თავის მხრივ საბანკო სექტორში დაკრედიტების ტემპზე აისახება.

“ამ სიტუაციაში, როდესაც სტაბილურობა ოდნავ იცვლება, ინვესტორების განწყობაც იცვლება. ეს როგორც შიდა, ასევე გარე ინვესტორების ყოველდღიურ ბიზნესსაქმიანობაში აისახება. მცირე და საშუალო ბიზნესში არსებული პროექტების რეალიზება დაფინანსების და გადაწყვეტილებების მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. ახალი პროექტების რაოდენობა კი ცოტა შენელებულია. უფრო ისეთი მიდგომაა, რომ ცოტა ხანი დაველოდები და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. ჯამურად რომ შევხედოთ, დაკრედიტების იგივე მაჩვენებლები არ გვაქვს, რაც წინა წელს იყო, შედარებით უფრო შენელებულია, რაც ბიზნესის გადაწყვეტილებებით არის განპირობებული”, - განაცხადა ალექსი მატუამ.

რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების განწყობას, "პროკრედიტ ბანკი - საქართველოს” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მიუხედავად არსებული გაურკვევლობისა, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში პროექტების დაფინანსების მზაობას კვლავ გამოთქვამენ. თუმცა მისი თქმით, მათ შორის, გაზრდილი რისკიანობიდან გამომდინარე, მოზიდული სახსრების ფასი გაზრდილია.

“საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გამოთქვამენ მზაობას, რომ კერძო სექტორის დაფინანსება გააგრძელონ. ეს ცალსახა მესიჯი მივიღეთ, რომ მიუხედავად გაურკვეველი სიტუაციისა, ჩვენი აქტივობის შემთხვევაში, მხარდაჭერა რომ იყოს. რაც შეეხება [საკრედიტო რესურსის] ფასს, ზოგადად მსოფლიოში ფულზე ფასი გაზრდილია. ახლა შემცირების ტენდენცია დაიწყო, თუმცა ეს ამას ჯერ ჩვენზე ასახვა არ აქვს, რადგან მაინც უფრო სხვა სიტუაცია გვაქვს, რადგან მაინც სხვა სიტუაცია გვაქვს, ქვეყნის რისკი მაინც მაღალია”, - აღნიშნა ალექსი მატუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები