მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაკრედიტების შემცირება გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შემცირებას"

5bd939005e5cf
ელენე გოგბერაშვილი
31.10.18 09:08
768
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ეროვნული ბანკის რეგულაციების გადავადების საკითხს ეხმაურება. კაკულიას არ აქვს ინფორმაცია რა ტიპის მუხლების დაზუსტებას და გამარტივებას აანონსებს ეროვნული ბანკი, თუმცა ამბობს,რ ომ სავარაუდოდ რეგულაცების გადავადების მოტივაცია ბიზნესის შენიშვნების გათვალისწინების მიზანს ემსახურება. კაკულია ადასტურებს, რომ რეგულაციების გავლენით დაკრედიტების შემცირება აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკის ზრდის შენელებას.

საბანკო სექტორის გათვლებით, რეგულაციების ძველი რედაქციით ამოქმედების შედეგად ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 3%-ით შემცირდება.
„ძალიან კარგი, რომ მთავარი სეგმენტი დაცული იყოს, მაგრამ ბიზნეს სეგმენტი და უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების მიმართ თუ გარკვეული განსხვავებული მიდგომები შემუშავდება, რაც უფრო ოპტიმალურს გახდის ამ კანონმდებლობას, ცხადია ამით ყველა ისარგებლებს.

დაკრედიტების შემცირება რომ გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის რაღაც ტიპის შემცირებას არ საჭიროებს განსაკუთრებულ ექსპერტულ ცოდნას, ეს ცალსახაა. ჩვენს ეკონომიკაში ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ისეთია, რომ ეს ასე იქნება.

კანონპროექტზე მიყვარს საუბარი მას შემდეგ, რაც მას ვნახავ ჩემს კომიტეტში, მაგრამ წიანსწარი შეფასება ასეთია: ის იხვეწება. როგორც ჩანს ამ დახვეწის მოტივაცია არის იმ რჩევების , შენიშვნების გათვალისწინება, რომელიც ძირითადად ბიზინეს სექტორიდან წამოვიდა“-აცხადებს bm.ge-თან რომან კაკულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები