გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყო. უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე ინსპექტირება თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებში განხორციელდა. დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი გადაგზავნილია ლაბორატორიაში. თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია.


































