საქართველოს მთავრობა სამი წელია განკარგულებებს არ აქვეყნებს, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ირწმუნება, რომ ამით კანონი არ ირღვევა. რევაზ ჯაველიძემ დღეს მედიის კითხვებს მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა და ამ თემაზე BMG-ის კითხვის პასუხად თქვა, რომ განკარგულებები მალე გამოქვეყნდება.