მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დამატებითი ხარჯები ბიზნესისთვის არასასურველია, თუმცა გახსნა მნიშნელოვანია“ - ზოდი

600690d80156c
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.21 12:21
1021
"დღეს კომპანიისთვის, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამოქმედების თვალსაზრისით, ერთი დღეც მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ BM.GE-ის „ზოდის“ დამფუძნებელმა ზაურ გაბაიძემ განუცხადა.

კომპანიის ხელმძღვანელს 1 თებერვლიდან გახნის მოლოდინი აქვს და მთავრობის მიერ რითეილ სექტორისთვის წარგენილი დამატებითი მოთხოვნების შესრლებაზე თანახმაა.

"დიდი ალბათობით უნდა გავიხსნათ და ის პირობები, რაც თანამშრომელთა გატესტვას გულისხმობს, უნდა შევასრულოთ, რათა დავიცვათ დასაქმებულების და მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დამატებითი ხარჯები ბიზნესისთვის არ არის სასურველი, თუმცა მოცემულობა ასეთია და ვიცით, რომ სახლემწიფოს რესურსებიც ამოუწურავი არ არის“, - აღნიშნა მან.

ზაურ გაბაიძე კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების საკითხსაც შეეხო. „ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კომპანიის ხარჯებს გაზრდის, თუმცა ეს არ იქნება გარდამტეხი ხარჯები. რა ვქნათ, ეს მოცემულობაა, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან პირდაპირ კავშირშია“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები