მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დამბინძურებელი იხდის“ - რას ითვალისწინებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტი?

5fda43875bbab
BM.GE
16.12.20 23:33
1013
2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე მომზადდა.

კანონპროექტის მიზანია გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მონეტარული ანაზღაურების ნაცვლად, გარემოს აღდგენის ეფექტური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის დანერგვა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციის/შერბილების ღონისძიებების შესრულების უზრუნველყოფა.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს გარემოზე მიყენებული ზიანი. ზიანის მიმყენებელი პირი ვალდებული იქნება ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები თავად განახორციელოს. ახალი მიდგომის მთავარი მიზანი გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრაა.

როგორც გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, კანონპროექტით იქნება მყარი სამართლებრივი საფუძველი არამხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, არამედ ყველა საწარმოსათვის, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ განახორციელონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებები და საქმიანობის განხორციელებამდე შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები, რომ თუკი ზიანი დადგება, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები მობილიზებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად.

საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, დადგინდება ადეკვატური სანქციები, რაც გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები