მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამდეგი კვირის ეკონომიკური კალენდარი/ანონსი

მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინდიკატორს გაასაჯაროებს. მათ შორის, ცნობილი გახდება: სავაჭრო ბალანსის, იმპორტის, ექსპორტის და სავაჭრო დეფიციტის სტატისტიკა. საინტერესო სახილეები იქნება ევროკავშირს მხრიდანაც, კერძოდ, ცნობილი გახდება ევროკავშირის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 0.1%-ის ფარგლებში უნდა იყოს, თუმცა არსებობს იმის რისკი, რომ მშპ-თან მიმართებით რეცესიის საწყისი ნიშნები გამოიკვეთოს. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს რეგიონს, თურქეთის ეროვნული სამსახური ინფლაციის განახლებულ სტატისტიკას წარმოადგენს. სავარაუდოდ, სამომხმარებლო ფასების ზრდის ინდექსი 63%-ის ფარგლებში იქნება. გარდა ამისა, მომავალ კვირას ცნობილი გახდება თურქეთის სავაჭრო ბალანსის, იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკაც. სამუშაო კვირის ბოლოს კი თურქეთის უმუშევრობის დონესაც გაასაჯაროებს, რომელიც სავარაუდოდ 9.1%-ის ფარგლებში იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები