თაღლითური სქემები ავტოდაზღვევაში- კერძო სექტორში მომხმარებლების მხრიდან სადაზღვევო შემთხვევების ინსცენირებით ზარალის ანაზღაურების სქემებზე საუბრობენ და ზარალიანობის პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებენ. როგორც ირკვევა “დამხვდა დაზიანებული”ს სახელით ცნობილ ქეისებზე შემთხვევების ნახევარი მოდის. ბიზნესის წარმომადგენლები მომსახურების საფასურის გაზრდას პროგნოზირებენ, რაც მომხმარებლისთვის სერვისის ღირებულების ზრდას და შედარებით ეკონომიურ პაკეტებზე მოთხოვნას გაზრდის. სად არის გამოსავალი და როგორ შეიძლება კეთილსინდისიერი ავტომფლობელების და თაღლითური სქემების მონაწილეებისთვის სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდეს.