მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

ცხვარი

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობის ღირებულების წვრილფეხა საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 78 000 ლარის ღირებულების 260 ერთეულ წვრილფეხა საქონელს, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მიისაკუთრა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები