მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია თბილისში წარმომადგენლობას ხსნის

5ad9da66c175d
BM.GE
20.04.18 16:17
802
22 აპრილს, 20:00 საათზე, ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (MUSIAD) თბილისში წარმომადგენლობას ოფიციალურად გახსნის, რომლის მისიას საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.

ასოციაციის მიზანია აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და თურქ ბიზნესმენებს გააცნოს ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ასევე, ორგანიზაცია მზადაა ეს პროექტები წარუდგინოს ასოციაციის წევრებს, რომლებიც 72 ქვეყანაში საქმიანობენ, რათა მოხდეს ინვესტირება საქართველოში.

ცერემონიაზე დაანონსდება სამომავლო აქტივობები, რომელთა გახორციელებასაც თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (MUSIAD) საქართველოში გეგმავს.
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე საქართველო-თრქეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) ოფიციალურ პარტნიორს საქრთველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები