მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დამოუკიდებლობის დღე ქუთაისის აეროპორტში – მგზავრებს საჩუქრები ელოდება

5cea8fc0609e5
BM.GE
26.05.19 17:26
707
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმოდ გაფორმებულია აეროპორტი. ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს კი 26 მაისის ლოგოთი ბრენდირებული საჩუქრები დაურიგდათ.

ღონისძიებაში "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობდა.

"ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს საქართველოს გულიდან - ქუთაისიდან. დღევანდელ დღეს, 26 მაისს საქართველოში, ჩვენი აეროპორტით ჩამოსულ სტუმრებს, ასევე გამფრენ მგზავრებს საშუალება აქვთ მიიღონ საჩუქრები და რა თქმა უნდა, ქართული ღვინო. ყველა მათგანი ამ დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ბრენდირებით არის შექმნილი", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

26 მაისთან დაკავშირებით "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" ქვეყნის სამივე საერთაშორისო და ორი ადგილობრივი აეროპორტის გაფორმება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საერთო კონცეფციით განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები