მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამოუკიდებლობის დღე - მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ სხვადასხვა აქტივობები გაიმართა, მათ შორის წარმოდგენილი იყო მეღვინე მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადაც ძირითადად საოჯახო მარნები იყვნენ წარმოდგენილები. მცირე მეღვინეები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები პროდუქციის ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა მეღვინე მეწარმეები სხვადასხვა გამოწვევებზეც საუბრობენ, მათ შორის როგორიცაა პროდუქციის გაყიდვის ბაზრები და საექსპორტო პოტენციალის ათვისება, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობა. რას სთავაზობენ მეღვინე მეწარმეები ბაზარს და როგორია მცირე ბიზნესის ხმა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები