მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამსაქმებელთა ასოციაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სფეროს კონტროლი სურს

5b096a606117a
დავით ჯალაღონია
26.05.18 18:40
824
დამსაქმებელთა ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხასთან დაკავშირებით შეხვედრის შედეგებს უარყოფითად აფასებს.

როგორც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ კორძახიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, სამინისტროსთან ასოციაციამ შეთანხმება ვერც ამჯერად მიაღწია.

"სამინისტროს უნდა, რომ ყველგან შევიდეს და ყველაფერი აკონტროლოს. ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვეთნახმებით. შევთანხმდით იმაზე, რომ ჩამონათვალი ხელახლა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრო მშენებლობების სექტორს ერთიანად განიხილავს ამ ნუსხაში, რაც ფაქტიურად, ყველა პროფესიას მოიცავს - ბუღალტერს, იურისტს, დამლაგებელს და იმის მიუხედავად, მომეტებული საფრთხე არის თუ არა, ყველაფერზე იძახის, უნდა შევიდე და ვაკონტროლოო. ეს მე მიღვივებს იმ ეჭვს, რაც "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის განმარტებით ბარათშიც ეწერა, რომ მათ ჯარიმებიდან ამოღებული თანხებით ბიუჯეტის შევსება სურთ", - განაცხადა კორძახიამ.

მისი ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა მხარეებს შორის სამშაბათს იგეგმება.

"ჩვენ მეორე საკითხიც დავაყენეთ, რაც დუბლირებას ეხება - ანუ არსებობს რისკი, რომ რამდენიმე ინსპექციამ, რომელიც დღეს მოქმედებს, ერთი და იგივე სამუშაოები შეამოწმოს, რასაც თავადაც აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ რისკს სამომავლოდ განიხილავენ, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით", - აღნიშნა კორძახიამ.

შეგახსენებთ, რომ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხის დამტკიცებას მთავრობას "შრომის უსაფრთხოების შესახებ“" ახალი კანონი ავალდებულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები