ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრის (Iთჩ ILO) ექსპერტებტან ერთად შეიმუშავა გრძელვადიანი სატრენინგო კურსი ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადასამზადებლად.
კურსი პირველად 2017 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გაიმართა და დიდი დაინტერესება გამოიწვია. ხოლო ამ ეტაპზე დასამზადების პროგრამა დაასრულა 30-მდე კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა.
აღნიშნული თემატიკის შესაბამისად კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მოთხოვნების საფუძველზე შექმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და გაამკაცრა რეგულაციები ამ მიმართულებით.
საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაშვებული შეცდომებით გამოწვეული ფატალური შედეგების გათვალისწინებით.
ტრენინგს კურსი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში 16 აპრილს დასრულდა წარმატებულ კურსდამთავრებულებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრისა (Iთჩ ILO) და GEA-ს სერტიფიკატები გადაეცათ.
დამსაქმებელთა ასოიციაცია ბიზნეს სექტორიდან წამოსული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ახლო მომავალშიც ელოდება მონაწილეთა მომდევნო ნაკადს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს სატრენინგო კურში ჩართვას, მათ შორის ფიზიკურ პირებსაც.
ორ-თვიანი კურსი დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდენ კომპანიები და აძლიერებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. კეროდ, კონსულტაციების, აუდიტის, კადრების მომზადება-გადამზადებისა შედეგად ასოციაციის წევრი კომპანიები მომზადებულები შეხვდებიან ახალი რეგულაციების აღსრულებას.

























