მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამსაქმებლების 88% კოლეჯებთან არ თანამშრომლობს - UNDP-ის კვლევა

BM.GE
14.09.22 08:59
438
ქართველი დამსაქმებლები სამსახურის მაძიებელთა დაბალ კვალიფიკაციასა და არასაკმარის მოტივაციას დასაქმების ხელშემშლელ მიზეზებს შორის ასახელებენ. თუმცა, მათი უმეტესობა, 88 პროცენტი, პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს, ხოლო 31 პროცენტი მსგავსი პარტნიორობის უპირატესობებსაც კი ვერ ხედავს. დამსაქმებელთა მხოლოდ 24 პროცენტს აქვს გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მხრივ, რაც უმეტესწილად სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებაში გამოიხატება. 

ასეთია შრომის ბაზრის კვლევის რამდენიმე წინასწარი მიგნება, რომელიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გუშინ გამოაქვეყნეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები