"დამსაქმებლებთან და სხვადასხვა სამინისტროებთან ვიმუშავებთ, რომ მათი მოთხოვნები სამუშაოს მაძიებლების მიმართ ადეკვატური იყოს"- განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს’" განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლები ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებლებს არაადეკვატურ სამუშაო გამოცდილებას სთხოვენ, რის გამოც ბევრი ახალგზარდა დამსაქმებლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
როგორც განათლების მინისტრმა "ბიზნესკონტრაქტთან" განმარტა, უწყება ამის დარეგულირებას შესაძლებლად მიიჩნევს და აღნიშნულ საკითხზე მუშაობას როგორც დამსაქმებლებთან, ასევე სხვადასხვა სამინისტროებთან აპირებს.
"ამის მოგვარება შეიძლება და ეს არის სტაჟირება. სტაჟირებაზე არ ითხოვენ გამოცდილებას დამსაქმებლები, მაგრამ როცა უნდათ აიყვანონ შტატში, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ გამოცდილი კადრი. დამსაქმებლებთან და სხვადსხვა სამინისტროსთან ვიმუშავებთ, რომ მათი მოთხოვნები ადეკვატური იყოს. ხანდახან მაგისტრის ხარისხს ითხოვენ დამსაქმებლები ძალიან მარტივ პოზიციაზე, სადაც პროფესიული განათლებაც გამოადგებოდათ. ესეც უნდა დავარეგულიროთ"-აცხადებს განათლების მინისტრი.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, იმისათვის, რომ მოთხოვნა-მიწოდება შეესაბამებოდეს ერთმანეთს, ამ მიმართულებით განათლების სამინისტო აქტიურად იმუშავებს.

























