მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დამსვენებლის მიღებას ზამთრის სეზონზეც შევძლებთ” - “კიდობანის” გეგმები

62c28fb3bd23d
მარიამ იზორია
04.07.22 11:00
906
დაბა სურამში, ბაიანთხევში მდებარე საოჯახო სასტუმრო “კიდობანი” გაფართოებას გეგმავს.

საოჯახო სასტუმროს დამფუძნებელი თათია ხუციშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ გაფართოების პროექტით 15-ნომრიანი სასტუმროს ოთახების განახლება და ასევე აუზისა და ტერასის მოწყობა იგეგმება.

შედეგად, 2015 წლიდან მოქმედი საოჯახო სასტუმრო 2023 წლიდან დამსვენებლის მიღებას ზამთრის სეზონზეც შეძლებს.

“სასტუმრო, ჯერჯერობით, მხოლოდ გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის ჩათვლით ფუნქციონირებს. ადგილზე დამსვენებელს განთავსებასა და კვებას ვთავაზობთ. ბიზნესს მე და ჩემი მეუღლე ვუძღვებით, თუმცა სეზონზე ოთხამდე ადამიანს ვასაქმებთ. სასტუმრო სპორტსმენებს მასპინძლობს, ამასთან, სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე”, - ამბობს “კიდობანის” დამფუძნებელი.

როგორც თათია ხუციშვილი აცხადებს, გეგმების განხორციელებაში მათ “საქართველოს ბანკი” დაეხმარათ. კერძოდ, ბანკის კონტრიბუცია 40 000 ლარია.

“საქართველოს ბანკის" დახმარებით უპირველესად ავეჯი განვაახლეთ. ასევე ეზოს მოპირკეთებაც შევძელით. უმნიშვნელოვანესია, რომ ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით ზამთრის სეზონისთვის ყველა ოთახი გათბობით აღვჭურვეთ”, - აღნიშნა სასტუმროს ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები