მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დანელია ევროკავშირში ქართული თხილის იმპორტზე კონტროლის გამკაცრებას არ გამორიცხავს

5c22304902688
ლევან თაღიაშვილი
25.12.18 17:18
815
პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ ევროკავშირში თხილის ექსპორტის საკითხზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მხოლოდ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა არა არის საკმარისი და გაცილებით კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს.

"მიკვლევადობა სოფლის მეურნეობაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკა, აუცილებელია პირველ რიგში შემოწმდეს საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქტი, ვინაიდან შემდეგ პრობლემები არ იყოს უკვე ექსპორტის ნაწილში. შეიძლება, ერთმა არაკეთილსინდისიერმა ექსპორტიორმა პრობლემა შეუქმნას მთლიან ექსპორტს. მეორე საკითხი, რაც მნიშვნელოვანია, არის თხილთან მიმართებაში სახელმწიფო პროგრამები, როგორც ვხედავთ მხოლოდ ფაროსანასთან ბრძოლა არ შველის ამ პრობლემას და სჭირდება კიდევ უფრო მეტი კომპლექსური ღონისძიებების გატარება", - აღნიშნა დანელიამ.

BM.GE-ს კითხვას შესაძლებელია თუ არა ევროკავშირმა გაზარდოს თხილის შემოწმების ინტენსივობა, დანელიამ უპასუხა, რომ როდესაც რისკი იზრდება, შემოწმების და კონტროლის ინტენსივობაც, ალბათ, მოიმატებს და ეს ნორმალური მოვლენაა.

NUTS.GE: ევროკავშირი გეგმავს, ქართული თხილის იმპორტზე მოთხოვნები გაამკაცროს

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები