მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანელიას თქმით, დეპუტატი რომ არ იყოს, უცხოელებისთვის მიწის გასხვისებაზე გაუქმებულ მორატორიუმს თავადაც გააპროტესტებდა

5c0e25ec41af3
ბექა ბაციკაძე
10.12.18 12:38
1120
„პროტესტი არის საზოგადოებრივი, მართებული და მე რომ პარლამენტის წევრი არ ვიყო, იქ ვიქნებოდი“, - ეს განცხადება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ოთარ დანელიამ „საქმის კურსში“ გააკეთა.

დანელია იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა, სადაც მოქალაქეების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მიწის უცხოელებზე საკუთრებაში რეგისტრაციაზე დაწესებული მორატორუმი გაუქმდა.

პარლამენტარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო, მას მაინც ჰქონდა სხვადასხვა ტექნიკური საშუალება, რომ ეს დაძაბულობა თავიდან აეცილებინა.

დანელიას ინფორმაციით, „მიწის შესახებ“ ორგანული კანონი, უმრავლესობას მზად აქვს და მისი გახილვები პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყება.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, ორგანული კანონის, რამდენიმე ძირითად პრინციპზეც ისაუბრა.

„არის სრული აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, ასევე ქორწინებით არ იქნება გათვალისწინებული რეგისტრაციის უფლების გადაცემა, რადგან ჩვენ აქაც ვხედავთ რისკებს; რაც შეეხება მთავრობის დისკრეციას, აქ საუბარია სახელმწიფო მნისვნელობის პროექტებში უცხოური მსხვილი კონსორციუმების მონაწილეობაზე, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები