მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დანერგე მომავალის" ფარგლებში ყველაზე მაღალი მოთხოვნა ამერიკული ჯიშის კაკალზე ფიქსირდება

57ee32d99f4ce
სალომე მეცხვარიშვილი
30.09.16 14:00
1601
სახელმწიფო პროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ყველაზე მაღალი მოთხოვნა კაკლის კულტურაზე ფიქსირდება. წელიწად- ნახევრის განმავლობაში პროექტს 260 ბენეფიციარი ჰყავს.

პროექტის მენეჯერის ლევან დოლიძის განცხადებით, ამერიკული ჯიშის კაკალთან ერთად დიდი მოთხოვნა ფიქსირდება ვაშლზეც.

რაც შეეხება საქართველოს რეგიონებში პროექტით დაინტერესებას, ლევან დოლიძე აცხადებს, რომ ყველაზე მეტი ბენეფიციარი შიდა ქართლშია, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი, კახეთი და სამეგრელო.

პროექტი „დანერგე მომავალი“ 2015 წლის მარტიდან დაიწყო. ამ დრომდე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1700 ჰა ხეხილისა და სხვა მრავალწლიანი კულტურის ბაღები გაშენდა.

როგორც პროექტის მენეჯერი აცხადებს, პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიმართვიანობით კმაყოფილები არიან.

აგროპროექტი „დანერგე მომავალი“ ფერმერებს ხეხილისა და სხვა მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად ნერგის ღირებულების 70%-მდე თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროექტი ხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში: მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი; სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები