დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, დანია ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას და ხალხის დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს.