დანია ვირტუალური ვალუტის e-კრონის დანერგვას განიხილავს. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველის განცხადებით, ამ გზით ტრანზაქციის ხარჯების შემცირება მოხდება, თუმცა იგი იმასაც აღიარებს, რომ ეს მნიშვნელოვანი რისკების შემცველია და შესაძლო ნეგატიური შედეგები შეიძლება ეკონომიკაზე ცუდად აისახოს.
დანიური ვირტუალური ვალუტის მოდელი ბლოკჩეინის ან მსგავსი ტექნოლოგიის იქნება.
აღსანიშნავია, რომ დანიის მოსახლეობა ამჟამად ქაღალდის ფულს გარიგებების მხოლოდ 20%-სთვის იყენებს.
"მონეტები და ბანკნოტები ელექტრონული გადახდებისთვის ალტერნატივას არ წარმოადგენს. ჩვენ ეს წერტილი დიდი ხნის წინ გავიარეთ", - აცხადებს ქვეყნის მთავარი ბანკის ხელმძღვანელი.

























