მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ ინფორმირებისთვის, ვგმობთ მათზე განხორციელებულ ძალადობას - აშშ-ს საელჩო

ss
11.12.24 22:40
1522

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ელჩი დანიგანი იმ ჟურნალისტებს ესტუმრა, რომლებიც საზოგადოების ინფორმირებისთვის მამაცურად მუშაობენ.

დიპლომატიური უწყება "ქართული ოცნების" მიერ მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას კატეგორიულად გმობს.

"მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რომელიც სხვაგვარად დაფარული შეიძლება დარჩეს.

ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე. მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა ძალადობისა და რეპრესიის შიშის გარეშე", - წერს საელჩო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები