მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიის კიდევ ერთ აეროპორტს მუშაობის შეჩერება დრონების გამო მოუწია

დანია

დანიის კიდევ ერთ აეროპორტს მუშაობის შეჩერება დრონების გამო მოუწია. საუბარია ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე აალბორგის აეროპორტზე, რომელიც დაიხურა მას შემდეგ, რაც მის საჰაერო სივრცეში არაავტორიზებული დრონები შენიშნეს.

ამის შესახებ BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

გარდა ამისა, სამმა აეროპორტმა - ესბიერგმა, სონდერბორგმა და სკრიდსტრუპმა - ასევე განაცხადეს დრონების აქტივობის შესახებ, თუმცა ისინი არ დახურულა.

ცნობისთვის, მსგავსი ინციდენტი მიმდინარე კვირის დასაწყისშიც მოხდა, როდესაც დედაქალაქ კოპენჰაგენის აეროპორტი იძულებული გახდა დახურულიყო დრონების გამო. მომხდარს პრემიერ-მინისტრმა „დანიის ინფრასტრუქტურაზე აქამდე ყველაზე მძიმე თავდასხმა“ უწოდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ მოწყობილობები მიწიდანაც ჩანდა და დასძინა, რომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს აქტივობა ხუმრობა ყოფილიყო. ამჟამად მიმდინარეობს ძიება იმაზე, თუ ვინ აკონტროლებდა მათ და რა მოტივი ჰქონდათ.

"მომხდარი მიგვითითებს იმ დროზე, რომელშიც ვცხოვრობთ, თუ რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როგორც საზოგადოება“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ჟურნალისტებს.

მან დასძინა, რომ მომხდარში რუსეთის ჩართულობა არაა გამოირიცხოს. თუმცა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრალდებებს „უსაფუძვლო“ უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები